აქტუალური
საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის EJDER-ის საკონტროლო ტესტირებას დაესწრო.
„მინისტრთან ერთად ვაზიანის პოლიგონი მოვინახულეთ, სადაც შეჯავშნული მანქანების EJDER-ის სასწავლო ტარებას დავესწარით. ოფიცრებმა აღნიშნული მანქანის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გაგვაცნეს. ისინი პირადი შემადგენლობის უსაფრთხო გადაყვანაში დაგვეხმარებიან”, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.
ბრიგადის გენერლის განცხადებით, ჯავშანმანქანები უახლოეს მომავალში საბრძოლო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ შეზღუდული ოპერაციების პირობებში გამოიყენებენ.