საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების მომარაგება, მისი აღჭურვა, ძირითადად, „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციით განისაზღვრება. ორიენტირი და შედეგი - პროდუქტი, რომელსაც „დელტა“ აწარმოებს, იქნება სწორედ შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე ორიენტირებული მომავალში“, – აღნიშნა მან.
„განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ახალი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე, რათა ის უფრო მოთხოვნადი იყოს საერთაშორისო ბაზარზე“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ლევან იზორიამ ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, ინდივიდუალური შეიარაღებისა და ეკიპირების ნიმუშები, ასევე „დელტას“ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.