სამართალი
შსს-ს მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.

შეტყობინების მიღებისთანავე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ.

დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. იგი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს.