სამართალი
შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი: .., .., .., . . და .., მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ბრალდებულებმა .. ფულის გამოძალვის მიზნით ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანის“ ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილები, ნიღბები, ცივი იარაღი, თავზე ჩამოსაცმელი ტომარა, ღვედები, და დაზარალებულისთვის წართმეული 5600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.