საზოგადოება
"მიქაელ ბოტკოველმა იცრუა!" - პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი

    საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი ირწმუნება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II მდივანმა - მამა მიქაელ ბოტკოველმა იცრუა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი უწმინდესის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ საპატრიარქოში არ გამოჩენილა.

ოხანაშვილის თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველმა "იცრუა".

"მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვიმყოფებოდი საპატრიარქოში და ვასრულებდი ჩემს მოვალეობას", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.