სამართალი
„საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე" - მიხეილ რამიშვილი

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

ადვოკატის თქმით, მამა გიორგისა და ადვოკატების მოთხოვნაზე, რომ დეკანოზის დაკითხვა დღესვე მომხდარიყო, პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი თქვეს, რასაც მიხეილ რამიშვილმა უპასუხისმგებლობა უწოდა.

ვაჭრობა დაგვიწყეს, ახსნა - ახლა ძალიან გვიანია, სხვა დროზე შევთანხმდეთო“, - აღნიშნა რამიშვილმა და დასძინა, რომ პროკურატურას ფეხებზე ჰკიდია მამა გიორგის დაკითხვა".

ადვოკატების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მამა გიორგი მამალაძეზე განხორციელდეს ზეწოლა, რადგან ის ჩვენების დროს ისეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა, რაც საქმის გარემოებებს რადიკალურად შეცვლიდა.

დეკანოზ მამალაძის დაკითხვა, დღეს, 2017 წლის 27 თებერვალს არის ჩანიშნული.