სამართალი
ე.წ. მატროსოვის ციხეში საგამოძიებო მოქმედებები დეკანოზ მამალაძის დაკითხვის გარეშე დასრულდა

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულეს. პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აიღეს, როგორიცაა ხმის ნიმუში, ხელნაწერი და დნმ.

პროკურორის განცხადებით, ეს ნიმუშები ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული მტკიცებულებების შესადარებლად სჭირდებათ, თუმცა მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა არ მომხდარა.

ვინაიდან ამ პროცედურებმა დიდხანს გასტანა, მისი დაკითხვის განხორციელება ვეღარ ესწრება დროში ამის გამო, ეს დაკითხვა გადაიდო სხვა დროისთვის. ბუნებრივია, ჩვენ შევუთანხმდებით დაცვის მხარეს და როცა იქნება ოპტიმალური დრო ორივე მხარისთვის, ამ დროს მოხდება მისი დაკითხვა,“ - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

დეკანოზ მამალაძის დაკითხვა, დღეს, 2017 წლის 27 თებერვალს არის ჩანიშნული.