აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბარაკ ობამას განკარგულება გააუქმა, რომლის მიხედვითაც ამერიკულ სკოლებში ტრანსგენდერი ადამიანებს საკუთარი საპირფარეშო ჰქონდათ, - ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განკარგულების მიხედვით, სკოლებში ტრანსგენდერებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო იყო შექმნილი, რომლებსაც ისინი თავად, საკუთარი გენდერული იდენტობის საფუძველზე ირჩევდნენ.
"აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია კანონი აღასრულოს," - აცხადებს აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსა.
მისი თქმით, წინა დოკუმენტები არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ ანალიზს და არ ახსნის, თუ რატომ არის საჭირო ამ კანონის მოქმედება.
2016 წლის 13 მაისს, ამერიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა დირექტივა, რომლის თანახმადაც სკოლებში ტრანსგენდერებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო შეიქმნა, რომლებსაც ისინი თავად, საკუთარ გენდერული იდენტობის საფუძველზე ირჩევდნენ.
ობამას განკარგულების ტექსტში აღნიშნული იყო, რომ ყველა საჭირო ზომა უნდა იქნას მიღებული იმისთვის, რომ არც ერთი სტუდენტი რაიმე სახის დისკრიმინაციის, ან ძალადობის მსხვერპლი არ გახდეს.
როგორც ობამას ყოფილი ადმინისტრაციის განათლების და იუსტიციის დეპარტამენტში განმარტავდნენ, საჯარო სკოლებმა პატივი უნდა სცეს ტრანსგენდერი მოსწავლეთა გენდერულ იდენტობას, თუ მათი განათლების ჩანაწერები ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები განსხვავებული სქესს მიუთითებს.