უცხოეთი
წამყვანი ამერიკული მედია თეთრი სახლის პრესმდივნის ბრიფინგზე არ შეუშვეს

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი.  წამყვანი ამერიკული მედიასაშუალების –  ტელეარხების: BBC, CNN, გაზეთების New York Times და Los Angeles Times–ის, ასევე, საიტების BuzzFeed News და Politico–ს  წარმომადგენლებს თეთრი სახლის პრესმდივნის შონ სპაისერის ბრიფინგზე დასწრება აუკრძალეს.

პრესმდივნის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე ჟურნალისტები შერჩევით შეიყვანეს.

ბრიფინგზე დაშვებულთა შორის აღმოჩნდნენ ტელეარხების ABC, CBS და Fox News, გაზეთების Washington Times–ისა და Wall Street Journal–ის, საიტი Breitbart News–ის, ასევე სააგენტო Bloomberg-ის წარმომადგენლები.

სააგენტო Associated Press-ისა და ჟურნალ Time-ის ჟურნალისტები, რომლებსაც ბრიფინგზე დასწრების ნება დართეს, პროტესტის ნიშნად დარბაზში არ შევიდნენ.