საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო სეზონურ ვირუსებთან ბრძოლისა და პრევენციის მეთოდებს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს და მოუწოდებს, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში არ დაიწყონ თვითმკურნალობა და აუცილებლად მიმართონ ექიმს.
ვირუსული ინფექციით ორი ადამიანი უკვე დაიღუპა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ორსულებს, ბავშვებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს ექიმები ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ.საქართველოში ამ დროისთვის, ძირითადად, A და B ტიპის ვირუსებია გავრცელებული. მედიკოსები გრიპის გააქტიურებას იანვრის ბოლოს ელოდებიან.