უცხოეთი
საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 თებერვალს გაეროში რფ–ის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის უდროო გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა, წერს დასავლური ტაბლოიდი The Hill.
„ელჩმა ჩურკინმა გადამყვეტი როლი შეასრულა მსოფლიო უსაფრთხოების სფეროს რიგ საკვანძო საკითხებში აშშ–სთან ერთად მუშაობაში“, – ციტირებს გამოცემა ამერიკის 45–ე პრეზიდენტის სიტყვებს.