საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი სირიის ჩრდილოეთით საიდუმლოდ გაემგზავრა, რომლის დროსაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად ოპერაციის დაჩქარების საკითხები განიხილა,-ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal არცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, მაკკეინი სირიის ქალაქ კობანს ეწვია, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს. ქალაქს 2012 წლიდან ქურთები აკონტროლებენ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაკკეინი პირველი ამერიკელი კონგრესმენი იყო, ვინც ტერიტორიას ეწვია.
მოლაპარაკებები სირიის ქალაქ რაქაზე მომავალ თავდასხმებს ეხებოდა. სენატორის ოფისი მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. სირიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, მაკკეინი თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შესახვედრად გაემგზავრა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქურთებს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს, თუმცა თურქეთი მას საფრთხედ განიხილავს. ვიზიტის მიუხედავად, მოლაპარაკებების შემდეგ ერდოღანისა და მაკკეინის შეხვედრა "გულთბილი და კონსტრუქციული" იყო.