საზოგადოება
საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პატრიარქი კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა მოინახულა. მედიკოსის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.
„ამჟამად მდგომარეობა კარგია, ახალი გაკეთებულია ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს“, - განაცხადა შალვა პეტრიაშვილმა.
საპატრიარქოში მივიდა თბილისის მერიც, თუმცა დავით ნარმანიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.