საზოგადოება
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

   საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. 23 თებერვალს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 31 მარტამდე გაგრძელდება. პროცესი სამეტაპიანია.

აბიტურიენტები უნდა დარეგისტრირდნენ, აირჩიონ საგნები და ფაკულტეტები. საგნების შეცვლის უფლება მათ 20 მაისამდე აქვთ.

რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების შეცვლას, ამის შესაძლებლობა სტუდენტებს გამოცდების შედეგების გაგების შემდეგაც ექნებათ, თუმცა ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

გუშინ დაიწყო სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციაც.