საზოგადოება
უპრეცედენტო სახის ტესტირება საქართველოში

testireba10 აპრილს პედაგოგები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში სასერთიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. ტესტირება ერთ გამოცდად კომპიუტერის საშუალებით ჩატარდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პრესკონფერენციაა დაგეგმილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გამოცდების ფორმატსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ პედაგოგებს შეეძლებათ, რომლებსაც სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვთ. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მასწავლებლები ხელფასზე 200 ლარის ოდენობით დანამატს მიიღებენ.