სამართალი
ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ კონგოელი მეამბოხეები მილიონ დოლარს ითხოვენ

   საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ამ თანხას  კონგოელი მეამბოხეები ქართველი მფრინავის სოსო ოსურაულის გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვენ. იგი თითქმის ერთი თვეა, ტყვეობაშია.

თავდაცვის სამინისტროში ამ საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ. თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი ხელისუფლებას ქართველი მებრძოლის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდებს. უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მოთხოვნა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ამა წლის 27 იანვარს აფრიკის კონტინენტზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონტინენტზე მოხდა ამბოხებულების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდება, რომელსაც მართავდა ქართველი მფრინავი, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი იოსებ ოსურაული. ჰყავთ აყვანილი ტყვედ და  ითხოვენ გამოსასყიდს ამბოხებულები. მივმართავ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, რომ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და დროულად დაეხმარონ საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი მილიონ დოლარს ითხოვენ გამოსასყიდის სახით“, - წერს დავით მაყიშვილი.