სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ბრალდებულის დაკითხვის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავენ

   საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. უფლებადამცველების განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მზად არის ჩვენების მისაცემად, რის შემდეგაც ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

დეკანოზის  თხოვნის მიუხედავად, პატრიარქმა და სინოდის წევრებმა ბრალდებულთან შეხვედრაზე უარი თქვეს.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პროკურატურა ცდილობს, საპატრიარქოს საკუთარი აზრი მოახვიოს.

მამა გიორგი გამოძიებას დეტალურად მისცემს ჩვენებას, თუ ვისგან, რატომ, რისთვის, როდის აღმოჩნდა მის საცხოვრებელ ბინაში აღნიშნული იარაღი. ჩემთვის ცოტა გაუგებარია - თუ საშუალება ეძლევათ ბრალდების მხარის მოწმეებს და საპატრიარქოში მისვლა და გარკვეული ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ, მაშინ რატომ არ გვაქვს ჩვენ ეს უფლება და რატომ გვაქვს ჩამორთმეული. რა რეკომენდაციებს აძლევენ ამის საწინააღმდეგოდ“, -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმედღიანი მკურნალობისა და გამოკვლევების შემდეგ ჩაფიძის კლინიკიდან ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.