საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმეზე უმრავლესობა ოპონენტებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროა, რომ გარკვეული პირები ცდილობენ პოლიტიკური მიზნებისათვის ამ თემის გამოყენებას. ვთხოვ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ჟურნალისტი თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი, რომ თავი შევიკავოთ ამ ძალიან სენსიტიურ საქმეზე მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ოპოზიცია კი დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებების დარღვევაზე საუბრობს. „აუცილებლად უნდა მოეხსნას დაცვის მხარეს ის ვალდებულება, რომელიც მათ ცალმხრივად აკისრიათ და მე ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა დეტალებს ასაჯაროებს საქმეზე და ძალიან ცხადად მოქმედებს ივანიშვილის დავალებით, რომლის ამოსავალი წერტილი იყო საქართველოში ყველაზე მაღალი ინსტიტუტის, საქართველოს ეკლესიაში და მის საქმიანობაში ჩარევა“, - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
პარალელურად “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო” მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს.