საზოგადოება
სოფელ მაღაროს მაცხოვრებლები „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ.

eleqtroenergiaსიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს მაცხოვრებლების განცხადებით, ისინი ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს იხდიან, მაგრამ ენერგოსადისტრიბუციო კომპანიამ აბონენტებს დამატებით 200-დან 2000-მდე ლარამდე გადასახადი დააკისრა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ დამატებითი თანხა 930 ლარის ოდენობით 66 წლის სულთან უსუფაშვილსაც დააწერა. სულთან უსუფაშვილი უსინათლოა და ელექტროენერგიას არ იყენებს. სულთან უსუფაშვილის დედა ანიკო უსუფაშვილი რამდენიმე თვეა გარდაიცვალა, მაგრამ დამატებით დაკისრებული თანხის რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანია აბონენტებს ელექტროენერგიის შეწყვეტით ემუქრება.