უცხოეთი
ლავროვი: რუსები 23 თებერვლიდან სომხეთში შესვლას შიდა პასპორტებით შეძლებენ

   საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის მოქალაქეები 23 თებერვლიდან სომხეთში სტუმრობას შიდა პასპორტებით შეძლებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მინდა კმაყოფილება გამოვთქვა იმით, რომ ხვალინდელი დღიდან ძალაში შედის შეთანხმება უვიზო მგზავრობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეები სომხეთში სტუმრობას შიდა პასპორტებით შეძლებენ“, – განაცხადა ლავროვმა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ედვარდ ნალბანდიანთან მოლაპარაკებების შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.