უცხოეთი
სერგეი ლავროვი: „ამერიკული სპეცსამსახურები რფ–ის ელჩს აშშ–ში სერგეი კისლიაკს უსმენენ“

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „იმ სკანდალის გარშემო, რომელიც ატყდა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლად რამდენიმე კვირის განმავლობაში მომუშავე გენერალ მაიკლ ფლინთან დაკავშირებით, ამერიკის სპეცსამსახურები ჟურნალისტებს აბსოლუტურად ოფიციალურად, თუმცა ანონიმურად მოუთხრობდნენ, რომ, მაგალითად, ჩვენი ელჩის კისლიაკის კომუნიკაციები რუტინულად ისმინება. მოსკოვში მისი მოხსენებების ჩათვლით, იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ვაშინგტონში თავისი მოვალეობების შესრულებისას“, – განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი 13 თებერვალს გადადგა იმ ეჭვების ფონზე, რომ იგი, ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, სანქციების საკითხზე რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან მსჯელობდა