პოლიტიკა
„კრიტიკული მედიის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის!“- გიორგი მარგველაშვილი

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. “მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა თქვენი ტელეარხის – „რუსთავი 2“–ის მიმართ“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის აზრით, “რუსთავი 2” ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ტელევიზიაა, „კრიტიკული მედიის არსებობა კი ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის“.

პრეზიდენტის განცხადებით, “რუსთავი 2”-ს მხარი ისეთმა ადამიანებმაც დაუჭირეს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ტელევიზიის ინტერპრეტაციას არ ეთანხმებიან.

იმ ეფექტურმა ნაბიჯმა, რომელიც თქვენ გადადგითრუსთავი 2”-ის ერთდღიანი გათიშვით, იმ ადამიანებსაც დაანახვა, რამდენად მწირია მედიაგარემო ნებისმიერი არხის შეჩერებისას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, “რუსთავი 2” იყო ის არხი, რომელმაც შექმნა ე.წ. ციანიდის საქმეზე ჯანმრთელი დისკუსია.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ “რუსთავი 2” კრიტიკული დიალოგის შემქმნელია, თუნდაც მასსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში.