სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მდინარე მტკვრის მასშტაბურ გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი.  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მდინარე მტკვრის მასშტაბურ გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ. ღონისძიება თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება და მასში ყოველდღიურად 50-მდე მეხანძრე-მაშველი და სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა ჩართული.

მდინარე მტკვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან და ლაქაშისგან გაიწმინდება, ასევე, განხორციელდება იმ გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება, ზოგ შემთხვევაში კი - მოჭრა, რომლებიც მტკვრის ჯებირს აზიანებენ.