სამართალი
სუს-ის უფროსი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან მარიუს მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთის შესაბამის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება და ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო გეგმებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.