უცხოეთი
„სანამ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება“ – დავით დონდუა

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველო რომ უსაფრთხო ქვეყანაა, ამის ნათელი დასტური არის ის ნდობა, რომელიც ევროკავშირმა გამოუცხადა საქართველოს უვიზო მიმოსვლის მინიჭებით, რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ეს არაერთხელ გაცხადებულა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ და ეს მშვენივრად იციან მოსკოვში, რომ სანამ რუსეთს ექნება თავისი საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში, ვერავითარ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება“, – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ.