სამართალი
ვაზისუბანში ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა

gassბუნებრივი აირის არასწორი წვის შედეგად ვაზისუბაში 5 ადამინი მოიწამლა, მათ შორის ერთი შვიდი თვის ბავშვია. შემთხვევა ვაზისუბანში დღეს, გამთენიისას, მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა წყლის გამათბობლის არასწორმა დამონტაჟებამ გამოიწვია. სამაშველო ჯგუფს ოჯახის ყველა წევრი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ოჯახის სამ წევრს ადგილზე ჩაუტარდათ დახმარება, ხოლო ორი ადამიანი თბილისის მეხუთე საავადმყოფოში რეამინაციულ განყოფილებაში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.