საზოგადოება
"რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია დაახლოებით 2000 მოქალაქე!" - სპეცწარმომადგენელ აბაშიძის უცნაური პასუხი მინისტრ ლავროვს

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის კონსტრუქციულ განცხადებას რატომღაც კრიტიკული რეაქცია მოჰყვა თბილისში.

რფ–ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების პირობას წარმოადგენს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის აღდგენა“. რუსმა მინისტრმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობას „რთული საკითხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ცოტა უცნაურია“ მასზე მსჯელობა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. „თუმცა ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან, როცა არა მარტო ცენტრალური აზია, არამედ ამიერკავკასიაც იქცევა მარშრუტად, რომლის გამოყენებასაც ბოევიკები და ექსტრემისტები ცდილობენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ორ ქვეყანას შორის იზრდება საქონელმიმოქცევა, ავიარეისების რაოდენობა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს „პრაქტიკულად ნებისმიერი მიზეზით“ შეუძლიათ რუსეთს ეწვიონ. თუმცა, ინგლისური ენის ცუდად მცოდნე ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ქართულსაც საშუალოდ ფლობენ, რუსული კი სრულებით დაივიწყეს, ლავროვის სიტყვების ინტერპრეტირება მოახდინეს მხოლოდ მათთვის სასურველი მორიგი ანტირუსული პროვოკაციების თვალსაზრისით...

შარშან ჩვენ გვქონდა რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა. დაახლოებით ერთი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან. ეს ციფრი და ის, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია.

ამიტომ ბატონი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკების, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია დაახლოებით რუსეთის 2000 მოქალაქე“, - განაცხადა, თავის მხრივ, საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება-გაუქმებას, აბაშიძის თქმით, ეს საკითხი რუსული მხარის გადასაწყვეტია.

„ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენ მათ თავს ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მოვახვევთ. თუ გადაიდგმება ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გამარტივდეს სავიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისათვის, ჩვენ ამას მივესალმებით. თუ გააუქმებენ - ამასაც მივესალმებით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.