პოლიტიკა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. მესამე ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

განათლება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დარჩება, თუმცა, სანდროსთან ერთად წარმართავს და განახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას“, - განაცხადა პრემიერმა.

„ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს; კახი კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი; ალექსანდრე ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ალექსანდრე ჯეჯელავას წარმატებები უსურვა.