საზოგადოება
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დამწვარ შენობასთან იკრიბებიან. ისინი კარვებს შლიან და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ისინი ხელისუფლებისგან ბანკებთან შუამდგომლობას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. 

ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა. “ბავშვთა სამყაროს” შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.