სამართალი
გიორგი მარგველაშვილი მამა გიორგის საქმეზე - შეჯიბრებითობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

პრეზიდენტი საპატრიარქოში სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრას საათზე მეტხანს ესწრებოდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად არის პატრიარქი ინფორმირებული საპატრიარქოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში.