სამართალი
ომბუდსმენი: პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი აქვს

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი.  ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

"მას გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, მისი პოზიციაც მოვისმინე. ის არის დაინტერესებული, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გაიგოს, კონკრეტულად რა მოხდა და იმედი აქვს, რომ ძალიან მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ის ასევე საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია, მაქსიმალურად დაწყნარდეს სიტუაცია, ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მღელვარება დაცხრეს და სიმართლე გაირკვეს უახლოესი დღეების განმავლობაში. შეხვედრის სურვილი პატრიარქსაც ჰქონდა დეკანოზთან. როგორც მე მივხვდი, მას აინტერესებდა მასთან შეხვედრა", - განაცხადა ნანუაშვილმა.