უცხოეთი
ტრამპმა გენერალი მაკმასტერი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩევლად დანიშნა

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩევლის პოსტს გენერალი ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერი დაიკავებს. ამის შესახებ როიტერსი იუწყება.

თავის მხრივ, თადარიგის გენერალი კიტ კელოგი, რომელიც მაიკლ ფინის გადადგომის შემდეგ დროებით მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა, აშშ–ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს აპარატს უხელმძღვანელებს.