უცხოეთი
ილჰამ ალიევმა თავისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, - იუწყება აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

გასული წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში რეფერენდუმი ჩატარდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი საკითხი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოტანას ითვალისწინებდა.