პუბლიკაციები
“ღამურა ევროპელები” - გივი სომხიშვილი სპეციალურად „საქინფორმისთვის“

   „გვაქვს კაცობრიობის გარიჟრაჟიდან მომავალი ისტორია თავისი წითელი და შავბნელი ფურცლებით, რომელიც არ უნდა იძლეოდეს ადამიანში პირუტყული ინსტიქტების დაბუდების და ამით სამშობლოსათვის თავდადების მაგიერ გამძღარი უზნეობის მსახურად გადაქცევის სურვილს.

როცა ადამიანი სატანის სამსახურშია და ამქვეყნიური ნებიერი ცხოვრება საკუთარი სულის ეშმაკისათვის მიყიდვით მოუპოვებია, იმისთვის აღარც ისტორიის გაკვეთილები და აღარც სამშობლოს სიყვარული აღარ არსებობს; ამგვარი არსება უბედურებაა ერისთვის, რომელსაც ის ეკუთვნის.

საშინელმა გაჭირვებამ ადამიანებს უკუღმართთა წინააღმდეგ ბრძოლის უნარი დაუქვეითა. მაინც ცდილობენ, ფრთხილად იყვნენ, რათა უცხოეთის ლაქია თაღლითთა კანტორამ სამშობლო ისე არ გაუყიდოთ, რომ ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩეთ.

დამოუკიდებლობის ილუზიის ტყვეობაში მყოფნი კი ხელისუფლებისაგან იმას ვითხოვთ, რაშიც მას ესოდენ უშლიან ხელს ხალხისგან გაპანღურებით უსაზღვროდ გაბოროტებული ნაციონალები და მათი მფარველი, დემოკრატიის ნიღბიანი ქვეყნის სტრატეგიული მბრძანებლები.

ყველა უკუღმართისათვის სანატრელი გახდა პარლამენტის დეპუტატობა, რამეთუ მათ ხალხის ნდობა საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის სჭირდებათ. ამიტომაა, რომ პარლამენტარობას მიაწყდა მოხვეჭის გაუმაძღრობაშეყრილთა კასტა; ამ თაამედროვე მეჯღანუაშვილებს იზიდავს მისი პრივილეგიები და სიკვდილამდე განსაკუთრებული ანაზღაურება.

პარლამენტარობა ღირსეულ მამულიშვილთა შუბლზე ოფლის მოწურვით საზიდი მძიმე ტვირთი უნდა იყო. მაშინ პარლამენტი ფულიან მეჯღანუაშვილთა თავშესაფარი კი არა მისი საფრთხობელა იქნებოდა. პარლამენტარმა ხალხის მწუხარებით და მისი სიხარულით უნდა იცხოვროს; სხვანაირად მის ინტერესებს არ დაიცავს.

წუთითაც არ უნდა შენელდეს საქართველოს გამთლიანებისთვის ბრძოლა. როცა ქვეყანას ამდენი ღია ჭრილობა ტანჯავს, ხმაურიანი, პომპეზური ზეიმები მკრეხელობაა. ჯანმაგარი და ეკონომიკურად ძლიერი უნდა იყოს ჩვენი ძვირფასი ქვეყანა, რადგან გამათხოვრებულს და ბეჩავს მხოლოდ გამოხრულ ცრუ დაპირებებს თუ მიუგდებენ.

საქართველოს ერთიანობას აღადგენენ სუფთა ხელების და სპეტაკი სინდისის მამულიშვილები.

მაშინ ისეთი სანატრელი და საოცნებო სამშობლო გვექნება, რომელიც ყველასთვის მზრუნველი დედა იქნება და არა დედინაცვალი.

ვიღაცანი მოაჯდნენ მაღალ სკამებს, დანარჩენებს კი მორჩილებასა და სიღატაკეში ამყოფებენ. რაც შეერგებათ ათას იმდენს ხვეტავენ; გაძღნენ, გასუქდნენ და ადამიანობა ნადირში გადაცვალეს. დედა სამშობლოს ძარღვიდან სისხლის მწოველი, მის სასიკეთოდ და დასაცავად თითს არ გაატოკებს, ეს სხვამ, იმან უნდა იტვირთოს, ვისაც სამშობლო ქვეყნის პარაზიტებმა დედინაცვლად უქციეს. შვილებს საქართველოში გაზრდას არ აკადრებენ, საზღვ არგარეთ გაზრდილები კი ტელევიზორის ეკრანიდან თამამად აცხადებენ, რომ საქართველო არ უყვართ. რაც დღეს საქართველოში ხდება, ქვეყნის და ერის ღალატია იმათ მიერ, ვინც ესოდენ მორჩილად ასრულებს უცხოეთიდან დამამცირებელ მოთხოვნებს ყოველივე ქართულის საზიანოდ და თავისი პოსტის შესანარჩუნებლად.

ვის ეკუთვნის საქართველო? იქნებ იმ ფულიან ბღენძთა კასტას მამა-პაპათა სისხლით გაპოხილ მიწებს მფარველთა საამებლად უცხოელებზე რომ არიგებენ, თვითონ კი სამშობლოსთვის თავდადებულთა ნიღბიდან სპობენ მის კეთილდღეობას. ქართველი ერი კი იმის მაგიერ, რომ მუშტად შეკრული შეუვალი გახდეს უძღებთა მუხთლობისათვის, მათი საწუწნი გამხდარა; როდემდის გაუძლებს ამოდენა პარაზიტთა გაუმაძღრობას?! უცხოელთა ლაქიების ხროვას ხომ სამშობლო იქ აქვს, სადაც მაგრად გამოაძღობენ. ეროვნებას და სამშობლოს იმის მიხედვით ირჩევენ, როგორი საკვები ელოდებათ კუჭის კარნახით გაუმაძღრობაშეყრილებს.

დღევანდელი საქართველო იმაზე უფრო სავალალო ყოფაშია, ვიდრე ოფიციალრად აღიარებული კოლონიის სტატუსით იქნებოდა. მაშინ იცი, რომ კოლონია ხარ და რასაც გკადრებენ, არ გიკვირს. დღეს კი დამოუკიდებელი გქვია და თვითონ მიძვრები თავისუფალი არსებობის მოსპობის სათაგურში. ჩვენი ღამურა ევროპელების გარდა სხვა ვინ იკადრებდა ასე სამარცხვინოდ ეროვნული სიამაყით ვაჭრობას. საქართველოს უცხოელთა ხუსტურებზე შემოძალებული რეფორმებით აქოთებას.

რისთვის გვინდოდა დამოუკიდებლობა? ქვეყანაში ყოველივე სასიკეთო მოგვესპო, ლაღი და ამაყი ერის შვილები ღამურა ევროპელების ხუსტურების ზეგავლენით დასავლეთში სამათხოვროდ? იმათაც სწორედ მათხოვრად და თეთრკანიან პაპუასებად მიგვიღეს.

ღამურა ევროპელების დროშაზე წარწერას: მე ქართველი ვარ, მაშასადამე ევროპელი ვარ. ამ მკვდრად გადმოსროლილ, ლორწოიან ბარტყს ქართველთა სულიერ და ზნეობრივ უსპეტაკეს არსებობასთან საერთო არაფერი აქვს. ხსოვნას კი სამარცხვინოდ შემორჩება. ისე, როგორც ნაციონალების მიერ ქართველი ხალხის დასაკნინებლად და საუბედუროდ წამოწყებულ ცხინვალის ავანტიურას ვერაფრით გაასაღებენ საქართველს რუსეთთან ომად. ქართველ და რუს ხალხს ისეთი მძლავრი, საერთო მტრების წინააღმდეგ ბრძოლებში ერთდ დაღვრილი სისხლით ნაკურთხი ძმობა აკავშირებს, რომ მას კოღო-ქინქილათა ვერავითარი შხამი ვერ გაახუნებს. მათი მუხთლობა სამარცხვინოდ შემორჩება შთამომავლობას. ისე, როგორც ბუმბერაზი სტალნის ძეგლთან აწრიპინებული ამ პარაზიტების მიერ ქართველი ერის სიამაყე დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისიდან გასახლება და რეიგანის რიყეზე წამოსკუპება.

საქართველო, პატარა, ღვთისმშობლის კუთვნილი დედამიწის ნაწილი ქართველებით არის გამშვენიერებული და მადლიანი. ყველა ერს აქვს თავისი წილი სილამაზე კაცობრიობის დიდ ბუკეტში. სხვა სხვის მიწაზე მხოლოდ ნარის ეკალს ამრავლებს და ცდილობს კაცობრიობის ეს სილამაზე საფრთხობელად აქციოს. დღეს ჩვენთან სწორედამგვარი უბედურება გვჭირს და საქართველოში ქართველების გადაგვარება-გადაჯიშების დემონი მძვინვარებს. მაშ, რა შეიძლება ეწოდოს ტელევიზიის შოუმენთა უზნეო, უჯიშჯილაგო მასხრობას, რა ქნან, რაზე ისაუბრონ? როდესაც თვითონ ქვეყანაში ყველა წმინდა და სპეტაკის დასვრისათვის ბილწთა და არამზადთა მარათონია გამართული.

მსოფლიოში აღიარებული, ნიჭიერ რეჟისორთა სამჭედლო, მძლავრი კინოსტუდია დაწვეს. მეცნიერებასა და მთელ სახალხო მეურნეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, მეოთხედ საუკუნეზე მეტია ერთი ნორმალური ფილმი არ გადაუღიათ. ქართველი ერის საამაყო მსახიობთა ნიჭი თეატრსა და კინოში აყვავდა, ხსოვნას თაყვანისცემის, აღიარების ბრწყინვალე ვარსკვლავებად შემორჩნენ. მაშინ გადაღებული კინოფილმები ზნეობის, მორალის, სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების მადლითაა შემკული. რა ქნან ამჟამინდელმა მსახიობებმა, სად გამოავლინონ თავიანთი ნიჭი? ტელეშოუებზე  ატლიკინებენ ახალგაზრდებს პოლიტიკური ღვარძლით, შურით და ადამიანთა შეურაცხმყოფელი დიალოგებით რომ იმახინჯებენ სულიერებას.

ტელევიზიას მძლავრი კინოსტუდია, ეროვნული სიამაყის მადლით შემკული მწერლობა უდგას მხარში ამშვენებს და აძლიერებს, რაც დღევანდელ პოლიტიკურ ყეინობაში ზედმეტ ბარგად მიაჩნიათ. ბიუჯეტიდან კი მუმლივით მომრავლებულ, ერთმანეთთან აძიძგილებულ, ერთფეროვან პარტიებს აფინანსებენ, ალბათ, ევროპული რეკომენდაციების ერთგულად შესრულების ხიბლით.

ამგვარი მოდას აყოლლთა ყოფიდან ვინმე ახალგაზრდა სცენაზე გამოდის და ინგლისურად მღერით იჭაჭება, ინგლისელებს დამცინავ ღიმილს რომ მოგვრის, დარბაზში შეყრილნი აღფრთოვანებული ღრიალით ჭერს აზანზარებენ; კომპეტენციური ჟიურის წევრები ამ გაოგნებულ მომღერლისათვის დაფნის გვირგვინის ძებნით ისეთი ქების ლაბირინთში იბლანდებიან, სირცხვილით ტელევიზორი გამორთვას ითხოვს.

გასართობები კი არ გვაკლია, პირდაპირ ეთერში გამოიყვანენ ერთმანეთს მოწინააღმდეგე პოლიტიკური შეხედულების წარმომადგენლებს. სიტყვით ურთიერთ შეურაცხყოფის შემდეგ დაირევიან და იაპონური მამლებივით აბდღვნიან ერთმანეთს თავპირს. რას ვიზამთ, ასეთია დასავლეთის მიერ ჩვენთვის მოწონებული დემოკრატია ისე, როგორც სამნახევარი მილიონიანი ქვეყნის სამნახევარი ამომრჩეველი. არჩევნებზე მიმავალ ამ ილუზიის ტყვეს ამერიკის ელჩის დამცინავი ღიმილი რომ მიაცილებს.

ასეთია ყალბი დამოუკიდებლობა, ოქროდ შეტყუებულ ლაყე კვერცხს ჰგავს, ევროატლანტიკური საკვებურის ილუზიონისტი ქოსმენი პარტიები რომ ჯონგლიორობენ მისით. არადა ძალიან დიდი ბზარები გაუჩნდა და მალე ხელში ისე შემოემსხვრევათ, რომ სიმყრალისგან ვეღარაფერი გარეცხავთ.

გარეგნულად პრეზიდენტიც გვყავს, პარლამენტიც, მთავრობაც, დამოუკიდებელი სასამართლოც, ორასზე მეტი პოლიტიკური არტიაც; დამოუკიდებლობას ვგევართ, მაშ რა. თუ ამერიკის ელჩს კადრების შერჩევაში იაღლიში მოსდის, არ უნდა გვეწყინოს, რადგან ჩვენთვის მიუღებელი,მისთვის საჭირო კადრების მიგნებაა. ანდა მათაც ხომ ყავდათ პრეზიდენტად ბუში ავსტრიას ავსტრალიისგან რომ ვერ ანსხვავებდა; ობამას კიდევ ამერიკის 50 შტატი 57 ეგონა და 58-სთან აპირებდა შეხვედრას, მისი პრეზიდენტობის დიდ წარმატებად კი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას თვლიდა. ამგვარი პრეზიდენტების და მათი ელჩების ჭირვეულობას აყოლილებს ბანგლადეშიდან ან სვაზილედიდან რომ ვიცავდეთ საქართველოს ავღანეთიდან დაცვასავით საამაყო  რატომ არ გვექნება. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ მათი მოწონებული საქართველოს პრეზიდენტი მდიდარი სექსით იწონებს თავს.

დამისახელეთ საქართველოს რეალურად გამთლიანებისთვის თავდადებული, უცხოეთის მიერ შემოსაღებული, გამთლიანებისთვის ფუჭი ყბედობის მამხილებელი ქვეყნის და ერის სასიკეთოდ სანთელივით ანთებული მამულიშვილი სკამოსანი, რომ დავიჯერო საქართველოს დამოუკიდებლობის მითი, თუ რომელიმე ღამურამ სამშობლოს სასიკეთოდ ლაღი ფრინველივით დაჭიკჭიკება გაბედა, მაშინვე დამიკარგავს უცხოეთის საკვებურიდან ძღომის განცხრომას სკამიანად.

მაშ, რატომ გვიკვირს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი თავის ადგილას ვერ დაუბრუნებიათ. ნაციონალთა მიერ საქართველოს დაქუცმაცების სიმბოლო, ცოდვიან პარლამენტში გუგულებივით სხედან. თბილისში პარლამენტის სხდომათა დარბაზის ამაოხრებელი და მისი დანა-ჩანგლით დაცვის მოწოდებით მეურმის მამალივით აყივლებული, თვითონ რომ წითელ ხიდისკენ გარბოდა ბაქრაძე პასუხისგების მაგიერ დაცვით დაბრძანდება. რისგან ან ვისგან იცავენ ამ ცოდვიანებს? იმის მაგიერ, რომ ქუჩაში გამოსულებს ხალხი აღფრთოვანებული შეძახილებით ეგებებოდეს, დაცვის ნაჭუჭში შემძვრალები დაძვრებიან, რათა ტელევიზიის ეკრანიდან ღვარძლის და ბოღმის კორიანტელი დააყენონ. დაცვა სჭირდებათ, აბა რა, სააკაშვილს, ადეიშვილს, მოსამართლე კუბლაშვილს; მერაბიშვილი ისედაც დაცულია; უსუფაშვილს კი ნამდვილად სჭირდება დაცვა,სანამ საქართველოში მისი მოთხოვნით ამერიკის ბაზები არ აჯაგრულა თორე მერე აქეთ დაგვჭირდება მისგან დაცვა. ამერიკის ელჩი კი ბაზების გარეშეც შეუფერხებლად ატრიალებს ქართველთა ბედის ბორბალს წაღმა-უკუღმა.

ენაგალესილი ასო-ები რაც მათ მფარველებს სურთ თავაწყვეტით რომ ასრულებენ, იქნებ ხალხს აუწყონ რომელს დაენიშნა დაცვა, რათა არვინ გამორჩეთ და ქუჩაში ფეხქვეშ არ გაიგდონ. თანხაზე ნუ დაღონდებიან, თუ ბიუჯეტიდან არ ეყოთ, აგერ პენსიონერები. რა მნიშვნელობა აქვს შიმშლით ორ თვეში თუ ორ კვირაში გასძვრებათ სული. ჰოდა, ის ვაი პენსია გაუნახევრეთ, ან სულ მოუსპეთ. ამით დაუნიშნეთ დაცვა ყველა ავსა და ბოროტს, რათა შარდენ ბარში განცხრომის დროს არავინ გატყიპოთ.

პენსიონერს ყოველდღე რომ სჭირდება წნევის თუ სხვა წამლისთვის რეცეპტს სთხოვენ, რათა სიცოცხლის ბოლო დღეებში ნარკომანად არ იქცეს. ნაციონალ მედუზა გორგონას ,,გირჩად“ წოდებული ასპიტი სახალხოდ თესავს მარიხუანას, თითქოს ხელისუფლებას კანონის ძალას უწუნებს და ამგვარად დასცინის.

ევროატლანტიკურ მფარველებს ნაციონალებზე ნოსტალგია არ ასვენებთ და საქართველოს ხელისუფლებას ყოველი მეთოდით უშლიან ხელს ნაციონალთა დანაშაულებრივი ნაკვალევის გამოსასწორებლად. ხალხი ყოველივე ამას ძალიან კარგად ხვდება და გაკვირვებულის მწარე ღიმილით აკვირდება ნაციონალთა ამ ჭირისუფლების დემოკრატიის ნიღბიან ვოიაჟს, ესენიც იმის მაგიერ, რომ ყოველდღე ეკლესიაში ლოცვით ინანიებდნენ ჩადენილ ცოდვებს, უსირცხვილოდ იმის დამცველობას იბრალებენ, რასაც თვითონ სპობდნენ და ანადგურბდნენ. ევროპული დემოკრატია ადრე ნაციონალების ძალადობაზე ყურებსაც რომ არ აპარტყუნებდა, ახლა ცდილობს ამ ყვავების გათეთრებას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყველა ყვავი ყრანტალებს შავია თუ თეთრი.

შედეგად დაუსჯელობის გრძნობის ტყვეობაში გაპაპაჯორებული რუსთავი-2 თავს სახელმწიფოდ თვლის სახელმწიფოში და ქვეყნის სასიკეთოდ ამოძრავებას თვლებში ჯოხივით ეჩხირება. ღვარძლის,შურის, მტრობის და ბოროტების დათხევის ადგილად იქცა. ქვყანა შეწუხდა მათი თავხედობით, უცხოეთის ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლების მიერ მათ მიმართ მართალი, პრინციპული და შეუპოვარი პოზიციის დაკავება ხალხის ინტერესების დაცვის ტოლფასია.

დრო კი არ ჩერდება, წუთისოფლის ბორბალიც შეუფერხებლად ბრუნავს. დღვანდელობაც ხვალინდელობას შერჩება მისი ყველა ავკარგისთვის ადგილის მისაჩენად.

ჯერ კი ქართველი ხალხის თავზე უბედურების საშინელმა უამინდობამ აღარ გამოიდარა. სასოწარკვეთამდე მისულ ადამიანებში ნევროზი, ფსიქოზი და უამრავი სულიერი დაავადება მძვინვარებს. ადრე ამგვარი სენით შეპყრობილებს უფასოდ აძლევდნენ სამკურნალო თუ დასამშვიდებელ წამლებს.

გაუსძლისი ყოფა ადამიანებს სულს უხუთავს, საშინელი სტრესებით იტანჯებიან, შველა სჭირდებათ და არა მუქარა, მუშტი და სასჯელი. ამაზე უარესი უამინდობისთვის დაუღწევია თავი მრავალ განსაცდელთან ბრძოლით გამოწრთობილ ქართუ ჯიშსა სა ჯილაგს, რადგან გადაგვარებულ უძღებ შვილებზე ასჯერ და ათასჯერ უნრავლესი სამშობლოსთვის თავდადებული ერისშვილები ჰყავს ხალხის მწუხარებით და სიხარულით რომ ცხოვრობენ, მათ არ სჭირდებათ დაცვა, რამეთუ სიყვარულის, ადამიანთა ბედნიერებისათვის ბრძოლის ნათელი ერისკაცობა ამშვენებთ.

დაცვა არ სჭირდებოდა დიოგენეს, ძველ კასრში რომ ცხვრობდა. არც ნიკალას დასაცავად შეწუხებულა ვინმე, კიბის ქვეშ რომ ცხოვრობდა  და წლების სიმრავლე მის სახელს ბრწყინვალების სხივს უძლიერებს. ალბათ, მაშინაც იყვნენ არსებანი დაცვით რომ დაგრიალებდნენ; არარაობით იცხოვრეს და არარაობად იქცნენ.

ცხოვრების უიმედობით შეპყრობილ ადამიანებს კი წამლების ფასი უთხელებთ ისედაც გაწყვეტამდე დაჭიმულ ნერვებს; ახლა მკურნალობის სიძვირის საფრთხობელა და რაღა დარჩა განწირულები უბედურებას რომ მიენდონ და ხელები ჩამოუშვან. ამ მომენტში შვებად და იმედად ჩანს ფსიქოთერაპევტი - გივი მაზმიშვილი, დღევანდელობასთან შედარებით თითქმის უფასოდ, ქველმოქმედების მადლით ერისკაცის სიყვარულის, სიკეთის, კეთილშობილების სამყაროდან სიტყვით რომ კურნავს უამრავი დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფებს.

რომელთა აღფრთოვანება და ლოცვა-კურთხევა შარავანდედივით ამშვენებს. ამგვარი ადამიანი უნდა საუბრობდეს ტელევიზიის ეკრანიდან, დამშეული ხალხის კერძების მზადების ცქერის მაგიერ; უნდა ემსახურბოდეს დიდი დარბაზი ათასობით ავადმყოფის ერთობლივი მკურნალობისთვის. ამ გაჭირვებული ცხოვრების ჟამს, უცხოეთში მდიდარი, პატივით და აღიარებით გაჯეებული საქმიანობა რომ მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა ხალხის ამ მძიმე ამქვეყნიურობის თავისი შესაძლებლობით შესამსუბუქებლად.

საქართელოს ნათელი მომავალი კი ტელევიზიაში აყბედებულ, სასაცილო მოდურობას აყოლილ, უცხოეთის ლაქია, ქარაფშუტა ნებიერთა მანჭვა-გრეხვაში კი არა, ცხოვრების უკუღმართობასთან ბრძოლით მამულის უსაზღვრო სიყვარულის ქურაში ნაწრთობ, ერის სიამაყე ქალაქის და სოფლის ახალგაზრდობის მიერ იჭედება.“