უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს. ვ. ლავროვის კომენტარი აშშ–ის სახელმწიფო მდივან რ. თილერსონთან შეხვედრის შედეგების შესახებ (ბონი, 2017 წლის 16 თებერვალი)

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ს. ლავროვი: „ჩვენი შეხვედრა აშშ–ის სახელმწიფო მდივან რ. თილერსონთა პრაგმატული, საქმიანი და, მე ვიტყოდი, პროდუქტიული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევაჯერეთ ჩვენი ხედვა იმისა, თუ როგორ ვიმოძრაოთ იმ მიმართულებებით, რომლებზეც ჩვენმა პრეზიდენტებმა 28 იანვარს ტელეფონით იმსჯელეს. დავადასტურეთ საერთო და თანმხვედრი ინტერესები, უპირველესად, იმაში, რაც ტერორიზმთან შეურიგებელ ბრძოლას ეხება, სირიის კრიზისში თანამშრომლობასთან დაკავშირებით პოლიტიკური დარეგულირების კონტექსტში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც ტერორიზმმა ასევე „ფესვები გაიდგა“. განვიხილეთ სიტუაცია ავღანეთში, უკრაინაში. ყველა ამ მიმართულებით ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დაინტერესებული არიან ჩაერთონ ძალისხმევაში, რომლებიც ამ კონფლიქტების დასაძლევად ხორციელდება.

როგორც კი აშშ–ის სახდეპსა და სხვა უწყებებში ამ საკითხით დაკავებული გუნდი ჩამოყალიბდება, ჩვენ გამოვთქვით მზაობა შესაბამისი კონტაქტების დასამყარებლად. გასაგებია, რომ ყველა საკითხი ვერ გადავჭერით. ვფიქრობ, ისინი ვერასდროს გადაწყდება ორ ისეთ დიდ სახელმწიფოს შორის, როგორიცაა რუსეთი და აშშ. თუმცა, ჩვენ უკვე გვაქვს საერთო გაგება, რომ იქ, სადაც ინტერესები თანხვდება, და ასეთი სფეროები ცოტა როდია, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ აშშ–ისა და რუსეთის უნარი, ვითამაშოთ ის როლი, რომელიც გვერგება მსოფლიო არენაზე ჩვენი პოზიციების წყალობით.

ჩვენ შევეხეთ სიტუაციას ორმხრივ ურთიერთობებში, რომლებსაც არსობრივად ძირი გამოეთხარა ბ. ობამას ადმინისტრაციის მიერ, განსაკუთრებით მისი არსებობს ბოლო თვეებში. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, რ. თილერსონის მხრიდან დადასტურდა მზაობა, რომელიც გამოთქვა აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, გადაილახოს ეს პერიოდი, აღიკვეთოს ყველაფერი თავსმოხვეული და ხელოვნური, იმ გაგების არსებობის ფონზე, რომ ურთიერთობებში ყოველთვის იარსებებს საკითხები, რომლებიც შეთანხმებას და გადაჭრას მოითხოვს.

როცა პრეზიდენტები შესაძლებლად მიიჩნევენ, გაიმართება რფ–ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა“.