აქტუალური
ფულადი გზავნილები გაიზარდა

fuliiეროვნულმა ბანკმა დეკემბერში განხორციელებული ფულადი გზავნილების მონაცემები გამოაქვეყნა. 2010 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 98.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 2,2 პროცენტით მეტია 2009 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (2.9 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.7 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე, ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92,6 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 91,1 პროცენტი მოდიოდა. 2010 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 8 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის დეკემბერში.

წლის ბოლოსთვის ექსპერტები ფულადი გზავნილების მატებას ჯერ კიდევ ნოემბერში პროგნოზირებდნენ და ამას სადღესასწაულო დღეების მოახლოებით ხსნიდნენ. გზავნილების მატების უმთავრეს მიზეზად ახლაც იმავეს ასახელებენ.