სამართალი
„მე გამასამართლეს გირგვლიანის მკვლელობის გადასაფარავად!“ – 11–წლიანი პატიმრობის შემდეგ გვიჩიანი და ჩემია გათავისუფლდნენ

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. “თელასის” ფინანსური დირექტორის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია 15 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს.

მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დასრულდა 11-წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი“, - განაცხადა გვიჩიანმა.

მისი თქმით, ის მზად არის, ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, მათ შორის დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ გვიჩიანის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობდა.

„ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადებები, არ ეფუძნება არაფერს და უფრო დეტალურად მოგვიანებით. იყო ორი დაპატიმრება ჩემი, პირველი დაპატიმრება იყო სამდღიანი, ხოლო მეორედ სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. მეორე დაპატიმრება არის პირველის გაგრძელება და განხორციელდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არასწორი გამოძიების გადასაფარად“, - აცხადებს გია გვიჩიანი.