საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს და მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება.
უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე უნდა აიღონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებები დაარღვიეს.
„იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, როდესაც პოლიტიკურმა ფიგურებმაც (გააკეთეს განცხადებები), ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის კუთხითაც იყო სერიოზული გამოწვევები და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი არათანაბარი მდგომარეობა კვლავ გრძელდება ბრალდებასა და დაცვის მხარეს შორის, ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. თუნდაც ეს პასუხისმგებლობა იყოს ბოდიშის მოხდის ან საჯაროდ იმ შეცდომების აღიარების, რომელიც ამ პროცესში დაშვებულ იქნა სხვადასხვა მხარის მხრიდან“, - განაცხადა ნანუაშვილმა.