საზოგადოება
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. The Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა, ხოლო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის - მე-5 ადგილზე.

ეკონომიკური თავისუფლების აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2016 წელთან შედარებით - 10 პოზიციით (2016 წელს: 23-ე ადგილი), ხოლო 2012 წელთან შედარებით 21 პოზიციით (2012 წელს: 34-ე ადგილი) გაუმჯობესდა.

2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით რადიკალურად გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებებით:

  • საკუთრების უფლების დაცვა
  • ფისკალური სიჯანსაღე
  • სახელმწიფო ხარჯები
  • მონეტარული თავისუფლება.