პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელი შეუწყოს. მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.

მაიკ პენსმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.