პუბლიკაციები
“ვიზალიბერალიზაცია” - ისტორიული თუ შავი დღე საქართველოსთვის? (გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“)

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ანუ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლების მიცემის შესახებ საქართველოში ზარ-ზეიმით შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა კი ამ დღესისტორიული დღეუწოდეს და აღნიშნეს, რომ ამით საქართველოდიდ სარგებელსმიაღწევს, რადგანქვეყანა თავის ისტორიულ ოჯახს უბრუნდება”.

საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ე.წ. ვიზალიბერალიზაციისგან გამოწვეული ხბოს აღტაცების მიუხედავად, ბევრი ექსპერტის აზრით, საქართველოს მისი მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება ეკონომიკურ სარგებელს ვერ მოუტანს, პირიქით _ ჩვენი ქვეყანა შეიძლება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეც დადგეს. ეს გამოწვევაა დემოგრაფიული ვითარება, რომელიც კატასტროფულია ქვეყანაში: შობადობის შემცირების, მოსახლეობის დაბერებისა და ემიგრაციის მაღალი დონის გამო, 2002 წლიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობა 657 735-ით შემცირდა და 3 713 800 ადამიანი შეადგინა. უვიზო მიმოსვლის უფლების შემდეგ კი უმუშევრობით გაწამებული, ღარიბ-ღატაკი ქართველები, მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში მხოლოდ 3 თვით ყოფნის უფლება ექნებათ, მასობრივად გაიქცევიან უცხოეთში ლუკმაპურისთვის საჭირო ფულის საშოვნელად და არა ლუვრში, პრადოსა თუ უფიციში გამოფენილი ექსპონატების დასათვალიერებლად. რაც შეეხება “ისტორიულ ოჯახში” დაბრუნებასა და “ეკონომიკურ სარგებელს”, საქართველოსთვის ევროპა არასოდეს ყოფილა “ისტორიული ოჯახი”, რადგან ის თვითონ ამბობდა და ამბობს უარს ჩვენს მიღებაზე. მეორეც, განა ევროპაში ვინმე დაუშვებს, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს ევროპის ბაზარზე, თავისი კი - შეზღუდოს? ან ჩვენთვის სცხელა ახლა ევროკავშირს, რომელსაც თავისი გასჭირვებია და სადაცაა დაიშლება?

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე, ამ გაერთიანებაში საქართველოს შესვლის პერსპექტივაზე, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადასადგმელ ნაბიჯებზე, ლიბერალური კაპიტალიზმისა და, საერთოდ ევროკავშირის კრახზე წლების წინათ საუბრობდა ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

* აი ამონარიდი მისი ინტერვიუდან, რომელიც 2016 წლის ივნისში ჩამოართვა გაზეთმა “ასავალ-დასავალმა”:

ის, ვინც ლაპარაკობს ევროკავშირში საქართველოს შესვლის შესაძლებლობაზე, ან სულელია, ან მოსყიდული პროპაგანდისტი. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოიღებენ, ეს მხოლოდ ემიგრაციის ახალ ტალღას გამოიწვევს. ჩვენი უმუშევარი ახალგაზრდობა ევროპის ქვეყნებს მიაწყდება, ოფიციალურად მუშაობის უფლების არქონის გამო გადავა არალეგალურ მდგომარეობაში და შავი სამუშაოების შესრულებით შეეცდება ფულის შოვნას. საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში საქართველოს უკვე თვლიან ქურდებისა და ბანდიტების ქვეყნად, საბერძნეთისთვის ქართველები მოსამსახურეები, მოხუცების მომვლელები არიან, თურქეთისთვის კი საქართველო იაფფასიანი მეძავების მიმწოდებელია. ჩვენს ხელისუფლებას, რომელსაც თავისი ეკონომიკის აშენება არ შეუძლია, უმუშევარი მოსახლეობის გადინება, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს. მაგრამ აძლევს კი ეს ხელს ქართველი ერისა და ქვეყნის მომავალს? სხვათა შორის, ამერიკელი სპეციალისტები თვლიან, რომ სახელმწიფოებს, სადაც მოსახლეობა 10 მილიონზე ნაკლებია, მომავალი არ აქვთ”.

ალექსანდრე ჭაჭიას ნათქვამის ჭეშმარიტებაში ადვილად დარწმუნდებით, თუ გაიხსენებთ, რამდენ ადამიანს იცნობთ, ვისაც შეუძლია, სამი თვით წავიდეს ევროპაში სამოგზაუროდ ხელოვნების ნიმუშებისა და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, ან გაიხსენებთ სად, რა თანამდებობებზე მუშაობენ სამშობლოდან უცხოეთში გადახვეწილი ქართველები და როგორ ეპყრობიან იქ მათ.

* ახლა, როცა უკვე მკაფიოდ ჩანს ევროკავშირის დაშლის ნიშნები, აშკარაა მართებულობა ალექსანდრე ჭაჭიას მიერ რამდენიმე წლის წინათ გამოთქმული თეზისებისა, რომლებითაც ის ევროკავშირის უპერსპექტივობასა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკების კრახს უსვამდა ხაზს:

დროა, ვაღიაროთ, რომ ლიბერალური კაპიტალიზმის მოდელმა, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ბოლო 50 წლის განმავლობაში ვითარდება, საკუთარი თავი ამოწურა, ევროპის ქვეყნები ჩიხში შეიყვანა. ადრე თუ გვიან, ევროპელებსა და ამერიკელებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ ვალებში ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, საჭიროა მოხმარების მკვეთრი შემცირება, მეტი მუშაობა და რეალურად გამომუშავებული ფულის შესაბამისად ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველასბერძნული ვარიანტიელის. და მაშინ ევროპის ეროვნული ეკონომიკებისა და ევროკავშირის კრახი მოხდება. ევროკავშირი თანამედროვე მსოფლიოში ვერ გახდა და უკვე ვეღარ გახდება ერთიანი გეოპოლიტიკური სუბიექტი. რას წარმოადგენენ ევროკავშირის ოფიციალური ხელმძღვანელები, ვინ უწევს მათ მსოფლიოში ანგარიშს? ვინ მიიჩნევს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად ბაროზუს, ვინ აღიქვამს ეშტონს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრად? ეს სასაცილო, კარიკატურული ფიგურებია, რომლებიც იმას ასრულებენ, რაზეც გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელები (ჯერჯერობით ისევ) აშშ-ის თანამონაწილეობით მოილაპარაკებენ(“საქართველო და მსოფლიო”, 2012 წლის მაისი).

ევროკავშირის ქვეყნებში მნიშვნელოვნად რომ იმძლავრა ამ გაერთიანების მიმართ სკეპტიკურმა განწყობილებამ, აშკარად გამოჩნდა 2016 წელს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ. 2017 წელს კი საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული საფრანგეთში, ჰოლანდიასა და იტალიაში და, თუ ამ ქვეყნებში მემარჯვენე ნაციონალისტური ძალები გაიმარჯვებენ მარინ ლე პენის (საფრანგეთი), გერტ ვილდერსის (ჰოლანდია), ბეპე გრილოს (იტალია) ხელმძღვანელობით, რომლებიც ამომრჩევლებს ევროკავშირიდან თავიანთი ქვეყნების გაყვანას ჰპირდებიან, ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი ამ წელსვე შეიძლება დაიწყოს.

* ახლახან კვლავ მოექცა მსოფლიოს პრესის ყურადღების ცენტრში 10 წლის წინათ, 2007 წლის 10 თებერვალს, მიუნხენში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის სიტყვა. მან მიუნხენში გამოსვლისას ილაპარაკა ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრულსა და მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ეპოქის დაწყებაზე, ეუთოსა და დასავლური ფასეულობების დეგრადაციაზე, აშშ-ის ჰეგემონიის დასასრულსა და რუსეთის ზესახელმწიფოს როლში დაბრუნებაზე, აგრეთვე, ჩინეთისა და ინდოეთის გაძლიერებაზე.

პროგნოზი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა 10 წლის წინათ გააკეთა, თითქმის ზუსტად ახდა და ეს ცხოვრებამ დაადასტურა. ანალოგიური თვალსაზრისი გამოთქვა ალექსანდრე ჭაჭიამ 2015 წელს, გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში:

რუსეთი მთლიანად გათავისუფლდა ამერიკის დიქტატისგან და სუვერენულ სახელმწიფოდ იქცა. დღეს მსოფლიოში არის სულ ოთხი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო _ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი. ამასთანავე, რუსეთმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც, ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მას მსოფლიოს განვითარების ალტერნატიული მოდელის მქონე ზესახელმწიფოდ აქცევს. ამ ნაბიჯებს უნდა მივაკუთვნოთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისა და ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების აკრძალვა, მართლმადიდებელი ეკლესიის, მართლმადიდებლური სულიერი ღირებულებების განუხრელი მხარდაჭერა და აგრესიული ისლამისტებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა. სირიის, როგორც ეროვნული სახელმწიფოს, დაცვა ასევე მკაფიო სიგნალია სხვა, მათ შორის, მუსლიმანური სახელმწიფოებისთვის, რომ რუსეთისთვის მიუღებელია გარე ძალების ზემოქმედების შედეგად მათი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. ყველა ეს ნაბიჯი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ამერიკის პოლიტიკას მსოფლიოში და გლობალიზაციის ამერიკულ პროექტს, რომელიც გულისხმობს ერებისა და კულტურების უნიფიცირებას, ტრადიციული, ეროვნული და რელიგიური ფასეულობების უარყოფას, ხალხების უეროვნო, უსქესო, უზნეო ბიოლოგიურ მასად გადაქცევას. თუ რუსეთის პოლიტიკაში ეს ალტერნატიული ტენდენცია განვითარდება და გაფორმდება, როგორც ახალი მსოფლიო პროექტი, მაშინ რუსეთი მოიპოვებს ლიდერობას იმ მსოფლიო ძალებში, რომლებიც განუხრელად იცავენ სხვა ერების სუვერენულ არსებობასა და განვითარებას!”

ასეა - სწორედ რუსეთის პოზიციამ თავისი სუვერენიტეტის, ტრადიციული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის დაცვის მიმართ, მისმა ძალისხმევამ სირიის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, აიძულა დასავლეთი, შეეცვალა დამოკიდებულება ამ უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს მიმართ. მუსლიმანური ქვეყნებით გარშემორტყმული საქართველოს ხელისუფლება კი, რომელიც თვალებში შესციცინებს დასავლელ პატრონებს, ხმის ამოღებას ვერ ბედავს.

* გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2015 წლის დეკემბრის ნომერში (#50) ჟურნალისტის შეკითხვას _ თუკი რუსეთთან კონფლიქტის ფონზე თურქეთი გაააქტიურებს თავის ექსპანსიას კავკასიის მიმართულებით, საქართველო კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენ, ფაქტობრივად, ისედაც ვართ მუსლიმანურ ალყაში... რუსები ბომბავენ ისლამისტებს სირიაში, რის გამოც ისლამისტები იძულებულნი იქნებიან, გაიქცნენ და ახალი პლაცდარმი ეძებონ. საქართველო კი ახლოსაა - აქვე, გვერდით და თინა ხიდაშელის ჯარი მათ ვერ შეაჩერებს. მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში შეიძლება თუ არა, რუსეთის დახმარების იმედი გვქონდეს? - ალექსანდრე ჭაჭიამ უპასუხა:

რთული შეკითხვაა... ასეთი ვითარებისთვის წინასწარ მომზადებაა საჭირო _ კონტაქტების დამყარება, ვარიანტების გათვლა. ვინ შეიძლება ეს გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებაში? ჩვენი უბედურება ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის და ყველაფერში აგვიანებდა _ გამოდიოდაინიციატივებითადაწინადადებებით”, მაშინ, როდესაც ეს უკვე აღარავის სჭირდებოდა. ასე იყო აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის მიმართ, ასე მოხდა ეკონომიკაშიც და ანალოგიური რამ გრძელდება დღესაც. ხელისუფლებაში არ იყვნენ და არც არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ორი-სამი სვლა წინასწარ გათვალონ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, იმედი ვიქონიოთ, რომ ვითარება ასეთი კატასტროფული სცენარით არ განვითარდება, მაგრამ, თუკი მართლა ასე მოხდა (არადა, ეს რეალური სცენარია!), რუსეთის გარდა ჩვენი დამცველი სხვა არავინ იქნება! ასეთია ისტორიული, გეოპოლიტიკური რეალობა და საღად მოაზროვნე ადამიანებს ეს მშვენივრად ესმით”.

და მართლაც - საქართველოს ხელისუფლება არათუ დგამს ნაბიჯს რუსეთთან ურთიერთობების დასათბობად, აქედან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, არამედ, საერთოდ, აღარ ახსენებს საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, და აშშ-ის ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ მსოფლიოში დაწყებული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე ლაპარაკობს. თუმცა, დასავლელი პატრონების უსიტყვოდ მორჩილ, შეზღუდული პოლიტიკური (და არამხოლოდ) შესაძლებლობების მქონე საქართველოს ხელისუფლებაში არც არავინ ჩანს ისეთი, ვინც რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან მაღალ დონეზე წარმართავს მოლაპარაკებებს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
2017 წლის 17 თებერვალი