რელიგია
ილია მეორე: სამწუხაროა, რომ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა, საკითხს ხელისუფლებასთან ერთად შევისწავლით

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. „თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ“,-  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

პატრიარქის თქმით, სამწუხაროა ის, რომ ქვეყანაში „არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა“.

ილია მეორის განცხადებით, საკითხს ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლიან.

თქვენი ლოვებით მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ.

მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენი თანადგომისთვის, თქვენი ლოცვებისთვის. მინდა მადლობა მოვახსენო გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, პროფესორებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო.

სამწუხაროა ის, რომ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანოთ დასკვნა.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება“,- განაცხადა ილია მეორემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში გუშინ საღამოს დაბრუნდა.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია. გერმანელი ექიმების განცხადებით, გართულებებს არ ელოდებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თბილისში ჩამოვლენ და ილია მეორეს მოინახულებენ.

უწმინდესს ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.