უცხოეთი
მერკელმა რუსეთთან, როგორც ევროკავშირის მეზობელთან, ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა

  საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიუნჰენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

  „რუსეთთან ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოებამ ცივი ომის შემდეგ ვერასგზით ვერ დაალაგა. დღემდე არ არსებობს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც რუსეთთან სტაბილურ ურთიერთობას გულისხმობს. რუსეთი ევროკავშირის მეზობელია და მასთან ურთიერთობის მოწესრიგება აუცილებელია, რადგანაც ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საერთო ინტერესები გვაქვს,“-აღნიშნა მერკელმა.