საზოგადოება
სასწრაფოდ იქნეს გაწვეული ელჩი კელი! – “საქინფორმი” მკვეთრ პროტესტს უცხადებს აშშ–ის საელჩოს საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის გამო

   საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. „გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომრუსთავი 2” დარჩება ისეთი, როგორიც არის!“ - აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დე–ფაქტო ტელეკომპანია რუსთვი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

  „ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით. რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა კარგად არის ცნობილი. გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ რუსთავი 2 დარჩება ისეთი, როგორ არის! ის მნიშვნელოვანი ხმაა ოპოზიციისთვის. იმედი გვაქვს, რუსთავი 2 ეთერში დარჩება, არაფერი შეიცვლება და ის იქნება მნიშვნელოვან ხმა პლურალიზმისთვის საქართველოში", - განაცხადა იან კელიმ.

  ზემომოყვანილ განცხადებასთან დაკავშირებით საქინფორმი კიდევ ერთხელ უცხადებს მკვეთრ პროტესტს აშშ–ის საელჩოს საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევასთან დაკავშირებით და მოუწოდებს აშშ–ის სახდეპს - ელჩი იან კელი საქართველოდან გაიწვიოს!

  აშშ–ის ელჩი საქართველოში თავისი არაერთგზისი განცხადებით სასამართლო პროცესის ერთი მხარის მხარდაჭერის თაობაზე ახორციელებს უხეშ ზეწოლას სასამართლოზე – მოსამართლეებს შანტაჟს, რომლებიც განიხილაცვენ მკაფიოდ კერძო დავას – ტელეკომპანიის უწინდელი მფლობელის სარჩელს „რუსთავი 2“–ის მფლობელობაზე უფლების დაბრუნების შესახებ!

  აშშ–ის ელჩი საქართველოში თავისი არაერთგზისი განცხადებებით „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელი მენეჯმენტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არღვევს საქართველოში ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას, კერძოდ – სიტყვისა და მედიის თავისუფლებას. აშშ–ის ელჩი საქართველოში აშკარად აჭარბებს თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას - იმიტომ, რომ, თუ როგორი იქნება ნებისმიერი მედიის სარედაქციო პოლიტიკა, საქართველოში არცერთი საელჩოს არცერთი დიპლომატის კომპეტენციას არ წარმოადგენს!

  საქინფორმი ატყობინებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არასოდეს ყოფილა „ოპოზიციის ხმა“ – ის შეიქმნა პროპაგანდის საშუალებად საქართველოში „ფერადი“ სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების მიზნით, რის მიმართაც უარყოფითად არის განწყობილი აშშ–ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

  „რუსთავი 2“ მუდამ იყო დახურული ტელეარხი ფართო ქართველი საზოგადოებისთვის და დღემდე ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის მიზნით!

  „საქინფორმი“ უღრმესი პატივისცემით ეკიდება ამერიკელ ხალხს და აშშ–ის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ამიტომ ორმაგად უსიამოვნოა, რომ ქართველ ხალხში ჩამოყალიბდა აზრი, თითქოს ამერიკა თავისი ელჩის მეშვეობით იცავს ამ ტელეკომპანიას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ხელმძღვანელობს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირი და სააკაშვილის მმართველობის ხანის საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, როცა ადამიანებს მასობრივად აწამებდნენ და საზარელი მეთოდებით აუპატიურებდნენ.

„საქინფორმის“ რედაქცია