საზოგადოება
ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება

  საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან ეს მუხლი უკვე ამოღებულია, თუმცა უცვლელი რჩება ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა.

  „პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რამაც გარკვეულწილად გააძვირა განბაჟება და ის რისკები, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა მარცხენასაჭიანებთან მიმართებაში და  გაუთანაბრდებოდა მათ, ეგ რისკები შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. ანუ არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები. ვისაც უღირს, რომ ამ ფასად შემოიყვანოს, შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.