სამართალი
საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. 1981 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოდიოდა.