პოლიტიკა
საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მინისტერიალის ფარგლებში, რომელთანაც ნატოს კომისიის სხდომა ტარდება. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.