საგარეჯოში უკანონოდ მოჭრილი 106,6 კუბური მეტრი სხვადასხვა ჯიშის ხეტყე აღმოაჩინეს
გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურომ ტყის კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საგარეჯოს სატყეო უბნის მე-2 სამცველოს შემოწმება განახორციელა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ უკანონოდ იქნა მოჭრილი 106,6 კუბმეტრი მოცულობის სხვადასხვა ჯიშის ხეტყე.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2586,72 ლარი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.