უცხოეთი
სტოლტენბერგმა აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების განთავსების მასშტაბი დააზუსტა

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ნატო შავი ზღვის აკვატორიაში მოკავშირეების საჰაერო და საზღვაო ძალების გააძლიერებს.

  ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გეგმების შესახებ ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

  მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრებმა გადაწყვიტეს ჩაატარონ მეტი სწავლება და მანევრები საბრძოლო მომზადების სისტემების სრულყოფისა და რეგიონში არსებული ვითარების გასაცნობად.

  სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში პროვოკაციაზე საუბარი არ არის.

  „ჩვენი ყოფნა გაძლიერდება, მაგრამ მას ექნება ზედმიწევნით გააზრებული, თავდაცვითი ხასიათი და არანაირი სახით არ მოახდენს რაიმე სახის კონფლიქტების პროვოცირებას და დაძაბულობის ესკალაციას“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.