საზოგადოება
საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები თავიანთ უსაფრთხოებაზე ლაპარაკობენ. დეკანოზის დედის თქმით, მათზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტი არ განხორციელებულა.
კითხვაზე, თუ რატომ მოითხოვა დეკანოზმა მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა, ქეთევან მაღლაკელიძემ აღნიშნა, რომ მას, ალბათ, ამ განცხადების გაკეთების საფუძველი ჰქონდა.
“საიდან მეცოდინება? მე ხომ არ მაქვს მასთან კავშირი. ალბათ, აძლევს რამე საფუძველს, ვერ გეტყვით. ჩვენთან დაცვის მხრივ არავინ არ ყოფილა, ან რომ მოეკითხოს, როგორ ხართ, ან ვინმე ხომ არ გაწუხებთ, არანაირი ვინმე არ მოსულა“, - განაცხადა დეკანოზის დედამ ქეთევან მაღლაკელიძემ.